საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტი (GNCOLD) 2023 წლის 7 ნოემბერს სასტუმროში „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი ჭავჭავაძე“ ატარებს საერთაშორისო კონფერენციას, რომლის სახელწოდებაა „კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში“.
საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის კონფერენცია ეს არის საერთაშორისო და ადგილობრივი სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შეკრება, სადაც ჰიდროენერგეტიკის, მელიორაციული წყალ სამეურნეო ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტუალური საკითხების გარშემო ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
კონფერენციის მსვლელობისას ჩატარდება სამეცნიერო სესიები, სადაც წარსდგებიან სამეცნიერო თუ საინჟინრო სფეროს წარმომადგენლები და ისაუბრებენ რეგიონში და ასევე მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. ღონისძიება ასევე მოიცავს საგამოფენო სესიას, სადაც საინჟინრო უსაფრთხოებისა და ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემების მწარმოებელი კომპანიები წარმოადგენენ თავიანთ უახლეს ტექნოლოგიებს.
აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის კონფერენციის ფარგლებში, 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით ცნობილი ესპანური საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია, „iPresas – Risk Analysis”, ჩაატარებს სამდღიან სპეციალიზებულ ტრენინგს ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების საკითხების შესახებ. ტრენინგი დამსწრეებს მიაწვდის მეტად ღირებულ ინფორმაციას ჰიდროენერგეტიკული ობიექტებისა და კაშხლების უსაფრთხო ოპერირებისათვის რისკების შეფასებაზე და მართვაზე.
კონფერენციას გახსნის საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტი (GNCOLD)_ის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით მირცხულავა, ასევე კონფერენციის სპიკერები არიან მსოფლიო ცნობილი ექსპერტები იტალიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და ა.შ