კაშხლები საქართველოში

ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი) — პირველი საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, მდინარე მტკვარზე ქ. მცხეთასთან, მტკვრისა და არაგვის შესართავის მახლობლად. ზაჰესის მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური, ინდუსტრიალური  განვითარებისათვის. ჰესის პირველი რიგი 1927 წელს გადაეცა საექსპლუატაციოდ. სრული სიმძლავრით ზაჰესი 1938 წელს ამუშავდა. ზაჰესის დადგმული სიმძლავრეა 36,8 ათ. კვტ. ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომიშავება 203 მლნ. კვტ.სთ შეადგენს. ჰიდროკვანძში შედის სათავე ნაგებობა ბეტონისკაშხალი (სიმაღლე 34 მ), წყალმიმღები, სადერივაციო არხი (სიგრძე 3 კმ), სადაწნეო აუზი და ჰესის შენობა. კაშხალი ქმნის სადღეღამისო რეგულირების წყალსაცავს. 

 

ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგური, საქართველოს ერთ-ერთი დიდი ჰიდროელექტროსადგური, პირველი  მაღალი თაღოვანი კაშხლით (კაშხლის სიმაღლე 69 მ). აშენებულია ცაგერის რაიონში მდინარე რიონის აუზში გადმოგდებული მდინარე ცხენისწყლის ჩამონადენზე. მშენებლობა დაიწყო 1953 წელს და დამთავრდა 1960 წელს. სადგურის სიმძლავრეა 112,5 ათასი კვტ, წლიურად გამოიმუშავებს 505 მლნ. კვტ·სთ ელექტროენერგიას

 

 

შაორის ჰიდროელექტროსადგური — წლიური მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგური ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ტყიბულის ტერიტორიაზე. შაორ-ტყიბულის ჰესების კასკადის პირველი საფეხური. სადგურზე გამოიყენება მდინარე შაორის წყალი. წყალსაცავს ქმნის შაორის ტაფობში, სოფელ ხორგას მიდამოებში აგებული ქვანაყარი კაშხალი, რომლის სიმაღლე 11,5 მ,  კაშხლის ქიმის სიგრძე 1210მ.  . ძალური კვანძი განთავსებულია ქალაქ ტყიბულში. სადგური ექსპლუატაციაში გადაეცა 1955 წელს. მისი დადგმული სიმძლავრეა 39.2 მგვტ, ხოლო საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 139 გიგავატი.[2] დერივაციული ტიპის მაღალდაწნევიანი ჰესი, რომელიც რეგულირდება წყალსაცავის მეშვეობით. 2007 წლიდან ეკუთვნის ჩეხურ კომპანია — Energo-Pro-ს.

 

ენგურის ჰიდროელექტროსადგური — უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. მდებარეობს მდინარე ენგურზე. შენდებოდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.თაღოვანი კაშხალისა  სიმაღლე 271.5 მეტრია, კაშხლის ქიმის სიგრძეა 728,სიგანე: საძირკველთან  – 90,  , ქიმთან კი 10 მეტრია.  კაშხლის აშენებამ წარმოშვა ჯვარის წყალსაცავი, რომლის მოცულობა მილიარდ ას მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

 

 

ჟინვალის ქვანაყარი კაშხალის სიმაღლეა 102 ია,მისი ქიმის 415მ   სიგრძეა ჟინვალის კაშხალი განლაგებულია მდინარე არაგვზე დასახლებულ პუნქტ ჟინვალთან ახლოს და ქმნის ჟინვალის წყალსაცავს.წყალსაცავის მოცულობაა 520 მილიონი მ3   .  ჟინვალჰესის პირველი აგრეგატი გაეშვა 1985 წელს, ჰესის საპროექტო სიმძლავრეა 130 მგვტ,წლიური გამომუშავება  484 მილ.კვტსთ. წყალსაცავის ძირითადი ფუნქციაა ქალაქ თბილისის წყალმომარაგება.

 

ალგეთის ჰიდროკვანძი

ჰიდროკვანძის ძირითადი საპროექტო პარამეტრებია:

  • წყალსაცავის სრული მოცულობა - 65.0 მლნ.მ3;
  • სასარგებლო მოცულობა- 60 მლნ.მ3;
  • ნორმალური შეტბორვის დონე - 5 მ;
  • კატასტროფული შეტბორვის დონე - 794.3 მ;
  • წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი - 2.3 კმ2;
  • კაშხლის ტიპი - ქვანაყარი, თიხის გულით;
  • სამშენებლო სიმაღლე - 86 მ;
  • კაშხლის თხემის ნიშნული - 797 მ;
  • კაშხლის თხემის სიგრძე - 470 მ;
  • კაშხლის თხემის სიგანე - 12 მ;
  • საცემენტაციო გალერეა - ზომები5´5მ,
  • სიგრძე - 410 მ.
  • წყალმიმღების ტიპი - გვირაბი;
  • წყალმიმღების საანგარიშო ხარჯი - 8.8 მ3/წმ;
  • საირიგაციო წყალსატარის სიგრძე - 340 მ;
  • წყალსატარის დიამეტრი - 2 მ;
  • ენერგიის ჩამქრობი ჭა
  • სიღრმე - 9 მ; დიამეტრი -5მ;
  • შახტური წყალსაგდები
  • ძაბრის დიამეტრი - 20 მ;
  • საანგარიშო ხარჯი, 0.1%-იანი - 455 მ3/წმ;
  • წყალსაგდების გვირაბი
  • სიგრძე - 221 მ;
  • დიამეტრი - 4.9 მ;
  • წყალსაგდების დახრილი უბნის სიგრძე - 94 მ;

სიონის ჰიდროკვანძი      

ჰიდროკვანძის ძირითადი საპროექტო პარამეტრებია:

  • წყალსაცავის სასარგებლო მოცულობა - 315 მლნ.მ3;
  • წყალსაცავის მკვდარი მოცულობა- 10,0 მლნ.მ3;
  • ნორმალური შეტბორვის დონე -1068,3 მ;
  • კატასტროფული შეტბორვის დონე -1070,3 მ;
  • სიონის ჰიდროკვანძის ნაგებობათა შემადგენლობაში შედის:
  • მიწის კაშხალი, თიხის გულით;
  • სიმაღლე - 84.8 მ;
  • სიგრძე თხემზე - 780 მ;
  • საირიგაციო წყალმიმღები (გვირაბი):
  • საანგარიშო ხარჯი - 25,0 მ3/წმ;
  • ენერგეტიკული წყალმიმღები (გვირაბი);
  • საანგარიშო ხარჯი - 25,0 მ3/წმ;
  • კატასტროფიული წყალსაგდები:
  • საანგარიშო ხარჯი - 600 მ3/წმ;

ჰიდროკვანძი  ექსპლუატაციაში შევიდა  1963 წელს.     

საქართველოში 17 კაშხალი ფუნქციონირებს.