"ნამახვან ჰესების კასკადის“ მშენებლობა წელს დაიწყება

ნამახვან ჰესების კასკადის“ მშენებლობა წელს დაიწყება. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განუცხადა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაფინანსებასთან დაკავშირებით. პროექტს კომპანია Clean Energy Group Georgia ახორციელებს.

ნამახვან ჰესების კასკადი“ წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში უნდა აშენდეს. პროექტი მოიცავს ორსაფეხურიან კასკადს და შედგება ნამახვანისა და ტვიში ჰესებისაგან, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 433 მეგავატია.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მილიონ დოლარს აჭარბებს. კასკადის ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღია 2021 წელი.

 

https://1tv.ge/news/namakhvan-hesebis-kaskadis-mshenebloba-wels-daiwyeba/